არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები
არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი, ბუნებრივია, არის სპეკულაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში „იგლ ჰილსის“ინვესტიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ინვესტიციის წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავ-ბნელი ძალების კამპანიას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.
„გასული 4 წლის განმავლობაში გვქონდა საშუალოდ 9,8% ეკონომიკური ზრდა, წელსაც 7,5%-ით დავასრულებთ წელს. გვაქვს ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის კონტინენტზე და ჩვენს რეგიონშ. რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებული არიან არაკეთლმოსურნეები და როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იგივეს „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე. ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში. ერთი დეტალი კარგად აჩვენებს კოორდინაციას – კამპანია აწყებინეს „ლელოს“ და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან. თუ დააკვირდებით ბოლო 1-2 კვირას, „ლელო“ გაწეული ჰყავთ კამპანიიდან. ანუ ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გაწიეს და ეს კამპანია არსებითად გადააბარეს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად „ალტ ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“.
კონკრეტული შავ-ბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ. „ალტ ინფოზე“ კონკრეტული მიზეზიც გითხარით. ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ მათ აქვთ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს იმ პროცესებიდან, რაც ვითარდება. ანუ „ლელოს“ დააწყებინეს, მერე გაწიეს „ლელო“, გადააბარეს „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, იქ ჰყავთ კიდევ ჩართული უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები, რეალურად ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ ნაკლი არ აქვს.
არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც წელს პირველად გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. 11 მილიარდი მარტო ერთი პროექტიდან. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება, ყველაფერზე გავაკეთეთ განმატებები. რეალურად, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი, ბუნებრივია, არის სპეკულაციები. არის უპრეცედენტო ინვესტიცია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რამდენად დიდი ეფექტი ექნება ამ ინვესტიციას ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე. ამ პირობებში „ალტ ინფო“, „ლელო“, ნაცები და ეს შავ-ბნელი ძალები აწარმოებენ კამპანიას ამ ინვესტიციის წინააღმდეგ, ამასაც საზოგადოება ბუნებრივია, სათანადოდ შეაფასებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს