ს პრინცი მზად არის, „ბარსელონა“ 10 მილიარდ ევროდ შეიძინოს

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს „ბარსელონას“ შეძენა სურს, – ინფორმაციას El Chiringuito TV-ს ჟურნალისტი ფრანსუა გალიარდო ავრცელებს.
გალიარდოს თქმით, ს მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი მზად არის, კატალონიური კლუბის შესაძენად 10 მილიარდი ევრო გადაიხადოს. ამჟამად „ბარსელონას“ ვალი 2.5 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს, რაც კლუბისთვის სერიოზულ ფინანსურ ტვირთად რჩება.
გარიგების მთავარი დაბრკოლება „ბარსელონას“ სოსიოები არიან (კლუბის წევრები), თუმცა ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ მოვლენათა შემდგომ განვითარებას უნდა დაველოდოთ.
მუჰამედ ბინ სალმანი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის სტატუსს 2017 წლის 21 ივნისიდან ფლობს, ხოლო 2022 წლის სექტემბრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც იკავებს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }