პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
“საქართველო ადექი, აჯანყდი”, “ერთმანეთის მხარდამხარ, დავიბრუნებთ სამართალს”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები მსვლელობის პროცესში.
მოქალაქეები თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბნენ. მსვლელობის დაწყებამდე “თავისუფლების მოედნის” ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს წინ ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ხელმოწერები შეაგროვეს.
ერთ წელზე მეტია აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი საპარლამენტო ს ჩატარებასა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }