ინტერრელიგიური სათათბირო მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები უცხოური გრანტების გაცემისა და მიღების ახალ წესებზე მსჯელობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სათათბიროს წევრებს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, თიკო ხაჭვანმა მიაწოდა.
„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული სიახლეების თაობაზე.
შეხვედრის დასასრულს, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელს საინტერესო და საჭირო ინფორმაციისთვის, რელიგიის სააგენტოს კი შეხვედრის ორგანიზებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს, ორგანიზაციის „ხსნის არმია საქართველოში”, საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წარმომადგენლები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია