ფული თუ სიცოცხლე? – “არჩევნებისთვის არა, ახალი წლისთვის ვემზადებით” – პაპუაშვილი

ქართული ოცნების პარლამენტის ინიციატივით, პირველი იანვრიდან 20 ათასამდე პირს, ჩამორთმეული მართვის მოწმობები უკან უბრუნდებათ. მათ, ვინ შემთხვევის ადგილი მიატოვა, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო საჭესთან.
ქართული ოცნების მაღალჩინოსანი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ ადამიანებს საქმისთვის სჭირდებათ მართვის მოწმობა. სიცოცხლეც, რომელსაც საფრთხის ქვეშ აყენებდნენ ეს მძღოლები, გაუკვირდება, ალბათ, პაპუაშვილს, მაგრამ საჭიროა. ამნისტია საჭიროა, ცხადია, მაგრამ მსგავსი არგუმენტი, ან საკითხის მსგავსად დაყენება – საქმე თუ სიცოცხლე, ფული თუ სიცოცხლე? – არ გვახსენდება.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
“შემოსავლის წყარო იყო სატრანსპორტო საშუალებით სვხადასხვა საქმიანობის წარმოება ასე, რომ თუ სწორად მახსოვს სტატისტიკა, 20 ათასამდე ადამიანს შეეხება დაახლოებით. [არჩევნებისთვის] არა, ჩვენ ვემზადებით ახალი წლისთვის. ამნისტია რა თქმა უნდა ყოველთვის ეხება მათ, ვინც რაღაცა დააშავა. ეს აპრიორია, ჩადებულია თვითონ ამ არსში. სასჯელი იყო, მათ მართვის მოწმობის ჩამორთმევის სახით შესაბამისი დისკომფორტი შეექმნათ ცხოვრებაში”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია