სემეკსა და მონღოლეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და მონღოლეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და მონღოლეთის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმი ითვალისწინებს ენერგეტიკის საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებას, მხარეთა მიერ ორგანიზებულ ღონისძებებში მონაწილებას, დოკუმენტების, კვლევებისა და პუბლიკაციების გაცვლას.
მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, სემეკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სემეკის წარმოამდგენლებმა მონღოლ კოლეგებს გააცნეს საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების საკითხები, სატარიფო რეგულირების პრინციპები და მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმები, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვი სისტემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია