: [არჩევნებისთვის] არა, ჩვენ ვემზადებით ახალი წლისთვის

“[არჩევნებისთვის] არა, ჩვენ ვემზადებით ახალი წლისთვის” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობის აღდგენასთან დაკავშირებით ისაუბრა.

  • ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ ადამიანების წინააღმდეგ სასჯელი უკვე დადგა, მათ “მართვის მოწმობის ჩამორთმევის სახით შესაბამისი დისკომფორტი შეექმნათ ცხოვრებაში”.

შემოსავლის წყარო იყო სატრანსპორტო საშუალებით სვხადასხვა საქმიანობის წარმოება ასე, რომ თუ სწორად მახსოვს სტატისტიკა, 20 ათასამდე ადამიანს შეეხება დაახლოებით. 

[არჩევნებისთვის] არა, ჩვენ ვემზადებით ახალი წლისთვის. 

ამნისტია რა თქმა უნდა ყოველთვის ეხება მათ, ვინც რაღაცა დააშავა. ეს აპრიორია, ჩადებულია თვითონ ამ არსში.

სასჯელი იყო, მათ მართვის მოწმობის ჩამორთმევის სახით შესაბამისი დისკომფორტი შეექმნათ ცხოვრებაში,” – თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?

თამო კეშელავა: გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი. ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო? გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?