BBC-ი ეტაპობრივად გადაიქცა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, რომელიც ადამიანების გაშავებას სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს

BBC-ი ეტაპობრივად გადაიქცა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, რომელიც ადამიანების გაშავებას სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს
ბოლო წლების განმავლობაში აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ ერთ დროს სანდო დასავლური მედია სულ უფრო ხშირად სცდება საკუთარი საქმიანობის არეალს და ღიად ერევა პოლიტიკურ პროცესებში. მედიის საქმიანობა დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების გადმოცემით, იგი აქტიურად ქმნის ნარატივებს, განსაზღვრავს „კარგსა“ და „ცუდს“ და მიზანმიმართულად ებრძვის იმ სუბიექტებს, რომლებიც მის იდეოლოგიურ დღის წესრიგში არ ჯდება – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ტრამპის მიერ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რომელიც დოკუმენტურ ფილმში მისი სიტყვების მონტაჟს ეხება.
ჩიხელიძის თქმით, თუ საინფორმაციო სააგენტოები პოლიტიკური აქტორების ფუნქციას ითავსებენ, მათ უნდა დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობაც, როგორც პროფესიული, ისე სამართლებრივი, წინააღმდეგ შემთხვევაში, „თავისუფალი მედიის“ სახელით სიცრუის ტირაჟირება და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება გაგრძელდება.
„ბოლო წლების განმავლობაში აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ ერთ დროს სანდო დასავლური მედია სულ უფრო ხშირად სცდება საკუთარი საქმიანობის არეალს და ღიად ერევა პოლიტიკურ პროცესებში. მედიის საქმიანობა დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების გადმოცემით, იგი აქტიურად ქმნის ნარატივებს, განსაზღვრავს „კარგსა“ და „ცუდს“ და მიზანმიმართულად ებრძვის იმ სუბიექტებს, რომლებიც მის იდეოლოგიურ დღის წესრიგში არ ჯდება.
BBC საინფორმაციო სააგენტოდან, ეტაპობრივად გადაიქცა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, რომელიც ადამიანების გაშავებას სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს.
საქართველოს მაგალითი ამ პროცესის ერთ-ერთი თვალსაჩინო ილუსტრაციაა. ის რაც მათ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იკადრეს სხვა არაფერია თუ არა, მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება, რომელზეც მათ პასუხი უნდა აგონ, საქმე აღარ გვაქვს კრიტიკასთან ან ჟურნალისტურ სკეპტიციზმთან, ეს არის ინფორმაციული ბრძოლა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას ემსახურება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
მედიის პასუხისმგებლობის საკითხი არ არის მეორეხარისხოვანი. თუ საინფორმაციო სააგენტოები, პოლიტიკური აქტორების ფუნქციას ითავსებენ, მათ უნდა დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობაც, როგორც პროფესიული, ისე სამართლებრივი. წინააღმდეგ შემთხვევაში, „თავისუფალი მედიის“ სახელით სიცრუის ტირაჟირება და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება გაგრძელდება, რომლის ფასსაც საბოლოოდ საზოგადოება და სახელმწიფოები იხდიან.“ – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს