უკრაინული ლატარიის კომპანიის მიერ მოგებულმა სასამართლო დავამ ფარდა ახადა ევროკავშირის კურირების ქვეშ უკრაინის მიერ გამოცხადებული სანქციების, როგორც უკანონო პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას

უკრაინული ლატარიის კომპანიის მიერ მოგებულმა სასამართლო დავამ ფარდა ახადა ევროკავშირის კურირების ქვეშ უკრაინის მიერ გამოცხადებული სანქციების, როგორც უკანონო პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას
„უკრაინის ლატარიების ინდუსტრიაში მოღვაწე შპს “M.S.L.”-მა დავაში უკრაინის წინააღმდეგ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ექსპერტი მოუწოდებს, ევროპული უსამართლო სანქციების ქვეშ მოხვედრილ საქართველოს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს.
„დღესდღეობით ეს არის თითქმის ერთადერთი ჟანგბადის წყარო დაბინძურებული დასავლური “სიმართლის” გარემოში,“ – აღნიშნავს ქართველიშვილი. „უკრაინის ლატარიების ინდუსტრიაში მოღვაწე შპს “M.S.L.”-მა დავაში უკრაინის წინააღმდეგ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. მოსარჩელე კომპანიამ უჩივლა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ს, როგორც სახელმწიფოს, რომელმაც “ს სასარგებლოდ” თანამშრომლობის გამო მას სანქციები გამოუცხადა და ქონებას ყადაღა დაადო, ქვეყნის თავდაცვის და უშიშროების საბჭოს მიერ წამოყენებული ბრალდების საფუძველზე. ეს იყო კარგი პრეცედენტი იმისა, თუ როგორ ანაცვლებს პოლიტიკური დაკვეთა ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს და როგორი საჭიროა სტრასბურგის დონეზე შენს წინააღმდეგ გამოყენებული უსამართლობის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა.
ს ანექსიის შემდეგ მსგავსი სანქციები ში გამოცხადებული იქნა ათობით ათასი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ. ამ კონკრეტულმა პროცესმა გამოავლინა ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მთელი რიგი ფუნდამენტური მუხლების უხეში დარღვევა. არ არსებობდა არანაირი მტკიცებულებათა ბაზა მოსარჩელე კომპანიის მხრიდან “ს ინტერესების სასარგებლოდ” საქმიანობისა, არ მიეცა მოსარჩელე კომპანიას საკმარისი ინფორმაცია მისი ბრალეულობის ნაწილში, არ მიეცა მას დაცვის საკმარისი შესაძლებლობა ადგილობრივი სასამართლო ინსტანციების დონეზე.
ამ კონკრეტულმა სასამართლო დავამ ფარდა ახადა ევროკავშირის კურირების ქვეშ უკრაინის მიერ გამოცხადებული სანქციების, როგორც უკანონო პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას. საქართველოს შემთხვევაში, 2008 წელს ევროკავშირმა თავი აარიდა რუსეთისთვის სანქციების გამოცხადებას სწორედ რომ “მაღალი სამართლებრივი სტანდარტების” დაცვისა და გათვალისწინების გამო. უკრაინის შემთხვევაში და რუსეთთან მიმართებით, ეს სტანდარტები ფეხქვეში იქნა გათელილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე კომპანიისთვის სანქციის დაკისრებით, მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცული მოსარჩელის საკუთრების უფლება. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხე სახელმწიფომ ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია (111-ე და 121-ე პარაგრაფები). სახეზეა კანონის პოლიტიზირების, საკუთარ თავზე მორგების, მისი იდეოლოგიზირებისა და ორმაგი სტანდარტების უხეში პრაქტიკა. დასკვნა: ევროპული უსამართლო სანქციების ქვეშ მოხვედრილმა საქართველოს თითოეულმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, უნდა მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. დღესდღეობით ეს არის თითქმის ერთადერთი ჟანგბადის წყარო დაბინძურებული დასავლური “სიმართლის” გარემოში,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები