ბათუმის ოთხ სავაჭრო ცენტრში სამართალდამცველები მუშაობენ – შენობებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დასრულდა

ბათუმში, ოთხ სავაჭრო ცენტრში – “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” “ მოლი” და “პლაზა” კინოლოგები მივიდნენ. ისინი შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
ოთხივე სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეებისა და თანამშრომელთა სრული ევაკუაცია ცოტა ხნის წინ განხორციელდა.
სავაჭრო ცენტრებთან მყოფი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სამართალდამცავები დაახლოებით 17:30 წუთზე გამოჩნდნენ, ბათუმის ოთხივე სავაჭრო ცენტრში მუშაობა შეჩერებულია და შენობები ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, სადაც შესვლა დროები აკრძალულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ