ილონ მასკი პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც 600 მილიარდს გადააჭარბა

Forbes-ის ცნობით, მასკმა მორიგი რეკორდი მოხსნა და ორშაბათს გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ქონების ზრდა უკავშირდება SpaceX -ის ახალ შეფასებას. როგორც ცნობილი ხდება, მასკის რაკეტების მწარმოებელი კომპანია SpaceX აქციების გაყიდვის შედეგად დაახლოებით 800 მილიარდ დოლარად შეფასდა. უცხოური მედია წერს, რომ ეს იყო გარიგება, რომელიც ტეხასის შტატში დაფუძნებულ რაკეტების მწარმოებელს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო კომპანიად აქცევს.
ცნობისთვის, აგვისტოში SpaceX 400 მილიარდი ღირდა. ილონ მასკი SpaceX-ის დაახლოებით 42%-ს ფლობს. ის ამ კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას