Shell-ი ნიგერიაში ნავთობის ბიზნესს $2.4 მილიარდად ყიდის

ბრიტანული ნავთობკომპანია Shell-ი ნიგერიაში ნავთობის სახმელეთო აქტივებს $2.4 მილიარდად გაყიდის. – ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg ავრცელებს, ნათივე ცნობით მყიდველი ადგილობრივი კომპანიების კონსორციუმი Renaissance-ია.
მედიის ცნობით თავდაპირველად Shell-ი $1.3 მილიარდს მიიღებს, ხოლო გარიგების დასრულების შემდეგ, დამატებით $1.1 მილიარდს.
მთავრობის მიერ ტრანზაქციის დადასტურების შემთხვევაში, Shell-ი ნიგერიის დელტას რეგიონში რთული ოპერაციული გარემოდან თავის დაღწევის ხანგრძლივ სურვილს აიხდენს.
ათწლეულების განმავლობაში კომპანიას უთანხმოება აქვს ადგილობრივ თემებთან ნავთობის დაღვრაზე და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება მის ძალისხმევას, გახდეს უფრო სუფთა და მწვანე ბიზნესი.
მყიდველი კომპანიის, Renaissance-ის კონსორციუმშიც ერთიანდებიან ND Western-ი, Aradel Energy, First E&P-ი, Waltersmith-ი და Petrolin-ი.