ამერიკელი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ამერიკელ რეჟისორ რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელის ვაჟი, ნიკ რაინერი მშობლების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას CBS News-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროს ჯიმ მაკდონელზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 32 წლის ნიკ რაინერი 4 მილიონი დოლარის გირაოთი იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ განცხადებაში განაცხადა, რომ ის წინასწარ პატიმრობაში გირაოს უფლების გარეშე იმყოფება.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ჯერ არ გაუმჟღავნებიათ დეტალები იმის შესახებ, თუ რამ აიძულა გამომძიებლები ნიკ რაინერის მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიეჩნიათ. პოლიციამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ გამოძიებამ მისი სავარაუდო პასუხისმგებლობა გამოავლინა.
შეგახსენებთ, ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. რეჟისორი და მისი მეუღლე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან