საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე საქმიანობისთვის საჭირო იქნება შეთანხმება გზის ღერძიდან 200 მეტრის რადიუსით, ორივე მხარეს

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე საქმიანობისთვის საჭირო იქნება შეთანხმება გზის ღერძიდან 200 მეტრის რადიუსით, ორივე მხარეს. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
პროექტის თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, საქართველოს მთავრობით განსაზღვრულ გზისპირა ზონებში სივრცული მოქმედების რადიუსი იქნება 200 მეტრით გზის ღერძიდან ორივე მხარეს. შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე, რომელიც აღნიშნულ ზონაში მოექცევა, ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება დასაშვები იქნება მხოლოდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
დღეის მდგომარეობით, განსაზღვრულია 100 მეტრიანი ზონა.
„დღეის მდგომარეობით, ინტენსიური ურბანიზაციის, კომერციული ობიექტებისა, საწარმო შენობებისა თუ საცხოვრებელი ფართების სწრაფი ზრდის ფონზე, აღნიშნული დისტანცია ფაქტობრივად ვერ უზრუნველყოფს გზის უსაფრთხოების ზონის საკმარის დაცვას. 100 მეტრიანი ზოლის ფარგლებს გარეთ გზის მფლობელთან შეთანხმების ვალდებულებას კანონი არ აწესებს და ხშირია უნებართვო მშენებლობები, რეკლამების განთავსება და სხვა სახის საქმიანობა, რაც გზის მფლობელის უფლებამოსილებას არ მოიცავს.
აღნიშნული განსაკუთრებით კრიტიკულია, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მონაკვეთებზე, სადაც მაღალი სიჩქარის რეჟიმისაა და მოძრაობის ინტენსივობის გამო, გზის მახლობლად განხორციელებული სამშენებლო ან სხვა სახის საქმიანობა, ქმნის რეალურ საფრთხეს როგორც საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის, ასევე თავად ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის”, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა