მე ვუჩივლებ „ბიბისის“ ჩემი სიტყვების დამახინჯებისთვის, მათქმევინეს ისეთი რამ, რაც არასდროს მითქვამს – ტრამპი

მე ვუჩივლებ „ბიბისის“ ჩემი სიტყვების დამახინჯებისთვის, მათქმევინეს ისეთი რამ, რაც არასდროს მითქვამს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, სარჩელს დღეს ან ხვალ შეიტანს.
„მე ვუჩივლებ „ბიბისის“ სიტყვების დამახინჯებისთვის. მათქმევინეს ისეთი რამ, რაც არასდროს მითქვამს. ვფიქრობ, მათ გამოიყენეს ან რაღაც მსგავსი. ამიტომ, ჩვენ შევიტანთ სარჩელს. ბევრი ადამიანი მეკითხება, როდის შეიტანთ ამ სარჩელს? მედიასაც კი არ სჯერა ამის, მაგრამ დაიჯერებენ. მათ საშინელი სიტყვები მათქმევინეს, რომელიც დაკავშირებულია 6 იანვართან, რომელიც მე არ მითქვამს, ხოლო ის ლამაზი სიტყვები, რაც მე ვთქვი – ლამაზი სიტყვები პატრიოტიზმზე და ყველა იმ კარგ საკითხზე, რაზეც ვისაუბრე – ეს ყველაფერი არ გააშუქეს. ამას ეწოდება ყალბი ამბავი. ამიტომ, ჩვენ ამ სარჩელს ალბათ დღეს შუადღისას ან ხვალ დილით შევიტანთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი