ღაზის სექტორში აღმოჩენილია გვირაბი, სადაც “ჰამასს” მძევლები ჰყავდა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში აღმოაჩინეს გვირაბი, სადაც წარსულში “ჰამასს” მძევლები ჰყავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, გვირაბში შესულ მებრძოლებს ადგილზე ტერორისტები დახვდათ. დანიელ ჰაგარის განცხადებით, გვირაბში მათ მძევლები არ უნახავთ, თუმცა ისინი წარსულში “ჰამასს” ამ ტერიტორიაზე ჰყავდა.
“ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შევიდნენ გვირაბში, სადაც მათ ტერორისტები დახვდნენ. ბრძოლა ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა. გვირაბში განთავსებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები. ჩვენი მისვლის მომენტში, მძევლები გვირაბში აღარ იყვნენ,” – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი