მ ტერიტორია უკვე დაკარგა, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებზე ვმუშაობთ – ტრამპი

უკრაინამ ტერიტორია უკვე დაკარგა, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებზე ვმუშაობთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, „როგორც ჩანს, მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმება იქმნება უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე. თუ ასეთი უსაფრთხოების გარანტია შეთავაზებულია, რა სტიმული ექნება ს, რომ ნებისმიერი ტერიტორია დათმოს?“, ტრამპმა უპასუხა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უსაფრთხოების გარანტიაზე, რათა ომი ხელახლა არ დაიწყოს.
„იცით, სიმართლე გითხრათ, მათ უკვე დაკარგეს ტერიტორია, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიის თვალსაზრისით, ჩვენ ვიმუშავებთ და ვმუშაობთ ამაზე ევროპასთან ერთად. ამაში ევროპის დიდი წვლილი იქნება. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიაზე ვმუშაობთ, რათა ომი ხელახლა არ დაიწყოს. ჩვენ არ გვინდა, რომ ომი ხელახლა დაიწყოს. ომში არაფერია ლამაზი, არაფერი კარგი და ვერაფერს იწინასწარმეტყველებ, რა მოხდება. მაგრამ ვფიქრობ, რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით დიდი პროგრესი გვაქვს. ამის იმედი მაქვს. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დროის ლიმიტი არ არსებობს. დროის ლიმიტი არის, როდესაც ამას დავასრულებთ. ანუ, ჩვენ შევეცდებით ამის გაკეთებას. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, ეს უფრო რთულია, ვიდრე ვინმეს შეეძლო, წარმოედგინა. მე ვიტყოდი, რომ ომების ნახევარი, რომლებიც მე მოვაგვარე, ზოგი 30 წელზე დიდხანს გრძელდებოდა, მათი ნახევარი უფრო რთული უნდა ყოფილიყო და სინამდვილეში არ ყოფილა. ორ ლიდერს შორის დიდი ანტიპათიაა, იცით ეს? ამიტომ, ალბათ, ეს ცოტა ართულებს საქმეს“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ბოლოს როდის ესაუბრა ს პრეზიდენტს, ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი საუბარი შედგა, თუმცა არ დააკონკრეტა როდის.
1tv.ge