ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში არსებული რამდენიმე სავაჭრო ცენტრიდან, “ მოლიდან”, “გრანდ მოლიდან”, “მეტრო მოლიდან” და “ბათუმი პლაზადან” ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს – ინფორმაციას “მთავარ არხს” ტერიტორიაზე მყოფი პირები აწვდიან. არსებული ინფორმაციით, შენობაში სავარაუდოდ ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ, რომლის შესახებაც შეტყობინება 112-ში შევიდა.
“ბათუმში, მოლები ჩაკეტეს, გარეთ გამოგვიშვეს და სასწრაფო ევაკუაცია გამოაცხადეს ყველა სახალხო თავშეყრის ადგილას… მოსალოდნელი ტერაქტის გამოო, მოლის დაცვამ გვითხრა და სასწრაფოდ დაგვატოვებინეს შენობა მომუშავე პერსონალის ჩათვლით ყველას”, – ამბობს”მთავარი არხის” ვებგვერდთან “გრანდ მოლიდან”ერთ-ერთი ევაკუირებული პირი.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.