ბექა მინდიაშვილი: იმის ნაცვლად, რომ საპატრიარქოს მამა დოროთე ქოცური ტერორისგან დაეცვა, თვითონ გახდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტერორის განხორციელების ინსტრუმენტი

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი გამოეხმაურა საპატრიარქოს მიერ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმოქმედების უფლების შეჩერებას.
იმის ნაცვლად, რომ საპატრიარქოს მამა დოროთე ქოცური ტერორისგან დაეცვა, თვითონ გახდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტერორის განხორციელების ინსტრუმენტი:
ჯერ მამა ილიას შეუჩერეს მღვდლობა, ახლა მამა დოროთეს, – ამით სხვებს აშინებენ, ეკლესიაში რუსული მმართველობით უკმაყოფილოებს და, ზოგადად, რუსული ოკუპაციის მოწინააღმდეგე სასულიერო პირებს.
მამა დოროთესთვის ეს გადაწყვეტილება სული წმიდის ბეჭედია, ესე იგი, ის, რასაც მამა დოროთე, მამა ილია, მამა შიო ამბობენ და აკეთებენ, ღმრთის მიერაა კურთხეული, – წაიკითხეთ სახარება და მიხვდებით, რომ ასეა, წაიკითხეთ კირიონ საძაგლიშვილის დევნა რუსული სინოდის მიერ, წაიკითხეთ ამბროსი ხელაიას სასამართლოს ოქმები და მიხვდებით, რასთან გვაქვს რეალურად საქმე!
საპატრიარქოში ქოცური მმართველობის ურჯულოება და უბადრუკობა – ერთი მხრივ, და მეორე მხრივ – ქრისტეს კურთხევა:
ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა!
მამა დოროთეს არამარტო ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი, არამედ ყველა სამშობლოსმოყვარული მოქალაქე უნდა ამოუდგეს მხარში!“, – წერს ბექა მინდიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ