რუსტემ უმეროვი – ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინასა და -ს შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო – რეალური პროგრესი იქნა მიღწეული

ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინასა და -ს შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო – რეალური პროგრესი იქნა მიღწეული , – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
„ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც მშვიდობასთან დაგვაახლოებს“, – წერს უმეროვი X-ზე.
მისი თქმით, „ახლა მედიაში ბევრი ანონიმური სპეკულაცია ვრცელდება“.
„ჭორებსა და პროვოკაციებს ნუ დაუჯერებთ. სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით ამერიკული გუნდი უკიდურესად კონსტრუქციულად მუშაობს, რათა უკრაინას ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზის პოვნაში დაეხმაროს. უკრაინული გუნდი პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლიერია“, – აცხადებს უმეროვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით