აზერბაიჯანში ისტორიული ამნისტიის გამოცხადებას აპირებენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ამნისტიის გამოცხადების ინიციატივა აქვს. ამნისტიის შესახებ იდეა აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღდგენის წლისთავს უკავშირდება.
ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება.
კანონპროექტის მიხედვით, სასჯელისგან და სისხლისსამართლებრივი დევნისგან გათავისუფლდებიან: პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მათ შორის, სამამულო ომსა და 2023 წლის 19-20 სექტემბერს ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილე პირები; იმ პირების ახლო ნათესავები, რომლებიც დაიღუპნენ ან უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ ამ ოპერაციების დროს; პირები, რომელთაც შესაძლებლობები შეეზღუდათ სომხეთთან კონფლიქტის შედეგად; ქალები; პირები, რომელთაც 60 წლის ასაკს მიაღწიეს; პირები, რომლებიც სრულწლოვნები არ იყვნენ დანაშაულის ჩადენის მომენტში და კიდევ სხვა კატეგორიები.
მოსალოდნელია, რომ ამნისტია ყველაზე მასშტაბური იქნება აზერბაიჯანის ისტორიაში და 20 000-ზე მეტ ადამიანს შეეხება, რომელთა შორის, 5 000-ზე მეტი ადამიანი პატიმრობიდან გათავისუფლდება.

ასევე დაგაინტერესებთ