საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი Stille Nacht გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საშობაო-საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო კამერული გუნდი, სოლო კონცერტს გამართავს. ღონისძიება 27 დეკემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.
„შესრულდება ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. კონცერტი ერთგვარი მუსიკალური მედიტაციაა – მუსიკის მეშვეობით ჭვრეტა შობის დღესასწაულის იდუმალი და მანუგეშებელი მშვენიერებისა. გუნდი, საკუთარ და მოწვეულ სოლისტებთან ერთად შეასრულებს: იოსებ კეჭაყმაძის, ვახტანგ კახიძის, გია ყანჩელის, ზვიად ბოლქვაძის, ჰენრი პერსელის, ჟან ფილიპ რამოს, ფრანც ქსავიე გრუბერის, ჯონ დაიკსის, ენიო მორიკონეს მუსიკას.
მოწვეული მუსიკოსები:
ნატალია ქუთათელაძე
ვადიმ შიშკინი
ეკატერინე კიკნაველიძე
ნინა მიჩილაშვილი
მირიან კვალიაშვილი
გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი:
სვიმონ ჯანგულაშვილი
ბილეთები იყიდება biletebi.ge- ზე: https://shorturl.at/EvL9w“ – ნათქვამია ინფორმაციაში.