ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად მუშა გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, დენის დარტყმის შედეგად მუშა გარდაიცვალა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ინფორმაციას -ში ადასტურებენ. გარდაცვლილი მამაკაცი ელექტროგაყვანილობაზე მუშაობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სასჯელის ზომად გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ორ წლამდე, ან პატიმრობა ორიდან ხუთ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ პირობებში აშშ-სთან ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო გადაიღონ – ამის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ