ბევრი იკითხავს, მარტო ამერიკამ როგორ უნდა მისცეს უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლის უსაფრთხოების გარანტიაო? როგორიც ტაივანს მისცა ამერიკამ, ზუსტად ისე. ტაივანის დაცვა ამერიკამ აიღო საკუთარ თავზე. ტაივანზე თავდასხმა ნიშნავს ამერიკაზე თავდასხმას და ამერიკამ აიღო ვალდებულება, თუ ტაივანს სამხედრო საფრთხე შეექმნება, მყისვე ჩაერიოს ომში თუ სამხედრო კონფლიქტში და დაიცვას ამ ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს კანონი 1949 წელს, ამერიკის კონგრესმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, ეს კანონი ამოქმედდება და პრეზიდენტი ვალდებული იქნება, ამერიკის არმია გაგზავნოს ტაივანის დასაცავად. ნატო რაღა შუაშიაო?-მაგასაც იკითხავენ. ამერიკა ნატო-ს წევრია და თუ ამერიკა ომში ჩაერთო ნებისმიერ ქვეყანასთან, მაშინ ამოქმედდება ნატო-ს მე-5 მუხლი და წევრი სახელმწიფოები ამერიკის მხარეს იბრძოლებენ. ფაქტიურად, ეს ნატო-ს მე-5 მუხლის დონეზე მიღებული უსაფრთხოების გარანტია იქნება უკრაინისთვის-არ იქნება ნატო-ს წევრი, მაგრამ მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს. აბა, იმხელა ჩინეთი, იმ პატარა ტაივანს ვერაფერს რომ ვერ უბედავს, ბუზს რომ ვერ უფრენს, მარტო ამერიკისა კი არ ეშინია? ჩინეთს იმისი ეშინია, ტაივანს თუ თავს დაესხა, ეს ჯაჭვური პრინციპი არ ამოქმედდეს და ნატო-ს არ დაეჯახოს. კი, პირველ რიგში მაგისი ეშინია. ჩინეთი უფრთხის ნატო-ს და რაღაც არა მგონია, ამხელა, 4 წლიან ომში გასავათებულ რუსეთს, თუნდაც 20 წლის მერე ნატო-სთან ომის თავი ჰქონდეს. თუ ამერიკამ ეს გარანტია მისცა უკრაინას, მაშინ უკრაინელებს თავი ქუდში ექნებათ, მეტიც, “რკინის მუზარადში”.



