აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ხორბლის მიწოდება გრძელდება – სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო გზით სომხეთში ხორბლის მიწოდება გრძელდება. ამის შესახებ Armenpress-ის ცნობით, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, გრძელდება თუ არა აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ხორბლის მიწოდება, პაპოიანმა უპასუხა: „მიწოდება გრძელდება, ამჟამად ახალი პარტიები გზაშია“.
მინისტრმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნებიდან შემოდის ხორბალი – „როდესაც ტვირთი ჩამოვა, გამოვაქვეყნებ მონაცემებს მოცულობის შესახებ. ამ ეტაპზე მეტს ვერ ვიტყვი“.
2025 წლის 6 ნოემბერს აზერბაიჯანის გავლით სომხეთში რუსული ხორბლის პარტია შევიდა. ს ფედერაციიდან სომხეთში სარკინიგზო გზით, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, დაახლოებით 1 000 ტონა ხორბალი გადაიტანეს. 8 ნოემბერს კი აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ყაზახური ხორბლის კიდევ ერთი პარტია შევიდა, ასევე 1 000 ტონის ოდენობით.
ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის მიმართულებით საკუთარი ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა. გადაწყვეტილებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიესალმა და განაცხადა, რომ სომხეთმაც, თავის მხრივ, აზერბაიჯანის მიმართულებით საკუთარი ტერიტორიის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე ყველა შეზღუდვა გააუქმა.
6 ნოემბერს ს ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2026 წლის იანვრის ბოლომდე სომხეთში აზერბაიჯანის გავლით სარკინიგზო მარშრუტით დამატებით 132 ვაგონი ხორბლის ექსპორტი იგეგმება.