ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს, ზეწოლის ფორმას იღებს და სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა

ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს, ზეწოლის ფორმას იღებს და სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა
ბოლო პერიოდში დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები ცხადყოფს მათ სურვილს, უხეშად ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს და ზეწოლის ფორმას იღებს, – ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე დასავლელი პოლიტიკოსების: მარტა კოსისა და კესტუტის ბუდრისის განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩიხელიძის თქმით, მარტა კოსისა და კესტუტის ბუდრისის განცხადებები არის არა მეგობრული რჩევები, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სწორედ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა ჰყავს, რომლის თავდაპირველი ამოცანა ეროვნული ინტერესების გატარებაა.
„ბოლო პერიოდში დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები ცხადყოფს მათ სურვილს, უხეშად ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს და ზეწოლის ფორმას იღებს. თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ იგივე აქტორები, რომლებიც ცოტა ხნის წინ საერთოდ არ აღიარებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, დღეს უკვე საუბრობენ „ხელისუფლებასა და მთავრობაზე“, რაც მათი რიტორიკის აშკარა შერბილებასა და პოზიციის კონიუნქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს.
რატომ აძლევენ თავს უფლებას უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის ლიეტუვის წარმომადგენელი, ბრიუსელიდან განიხილავდეს, როდის და როგორ უნდა ჩატარდეს საქართველოში. ეს არც მხარდაჭერაა და არც მეგობრული რჩევა, ეს არის სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკას, ისე სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს. განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება მორალის კითხვა იმ პირობებში, როდესაც თავად დასავლეთის არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები სერიოზულ კრიზისს განიცდის, იქნება ეს პოლიტიკური პოლარიზაცია, საზოგადოებრივი ნდობის შემცირება, ს ლეგიტიმაციის გარშემო დავები თუ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი სკეპტიციზმის ზრდა.
ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ მოქალაქეებსა და საკუთარ მთავრობებს გასცენ პასუხი, ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობის გადატანას სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, არჩევნების ჩატარების წესები და ქვეყნის პოლიტიკური არჩევანი განისაზღვრება მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ. ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და არა უცხოელი პოლიტიკოსების განხილვის თემა. პარტნიორობა ვერ იარსებებს პატივისცემის გარეშე, ხოლო პატივისცემა იწყება იმ საზღვრების აღიარებით, ვიღაც ვიღაცებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რჩევა ჰგონია. რაც შეეხება ქალბატონი კოსის განცხადებას, საქართველოს დღეს ხალხის მხარდაჭერილი მთავრობა ჰყავს, რომლის ნომერ პირველი ამოცანა საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება არის და არა ბრიუსელის ყმობა! ჩვენ არა ბატონი, არამედ ძლიერი პარტნიორი გვჭირდება, როგორც ეკონომიკურად, ასევე ღირებულებებით.“- წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები