„მიხედეთ მინისტრებს და მათ ცოლებს, 30 ათასებს ტორტებში რომ იხდიან, თორემ მე რას ვიზამ ჩემი შემოსავლით, თქვენი საქმე არაა“ – ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
„ქოცებს 2 წლის დაგვიანებით შეუმჩნევიათ ჩემი ულამაზესი გუჩის ფეხსაცმელები.
ქოცებო, ადამიანს, რომელსაც ერთი დღე არ უმუშავია სახელმწიფო სამსახურში თქვენი საქმე არაა რა ეცმება, რას შეჭამს და სად დაისვენებს.
ცოტა კი მომწონს, ის ამბავი რომ ამდენს წვალობთ, ქოცების განავალი გაგაქვთ ყველა სივრციდან, უპირობო მონები ხართ და ვერ გეღირსათ იმხელა ანაზღაურება რომ საკუთარი გარდერობით დაკავდეთ და სხვისა თავი დაანებოთ.
მიხედეთ მინისტრებს, მინისტრების ცოლებს, როლექსები რომ არ უკვირთ და 30 ათასებს ტორტებში იხდიან, თორემ მე რას ვიზამ ჩემი შემოსავლით, თქვენი საქმე არაა“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია