ქართველმა სპორტსმენებმა ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა კიდევ ორი მოპოვებული მედლით დაასრულეს

სამხრეთ აფრიკაში ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირის ბოლო საშეჯიბრებო დღეს იუნიორებს შორის გიორგი ცხადაძემ ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 17 -წლამდელებს შორის კი თევდორე წიკლაური ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე იუნიორთა შორის გიორგი ცხადაძემ ტრიატლშიც ჩემპიონობა იზეიმა, 15-წლამდელებს შორის კი ვახტანგ კანკიამ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
მართა ჭაფოძისა და ვახტანგ კანკიას წყვილმა კი 15 წლამდე სპორტსმენებს შორის ტრიატლში შერეულ ესტაფეტაზე ტურნირის პირველ და მესამე დღეს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია