მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე 15 დეკემბრის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა, – ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
ამასთან, დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები მოსკოვის ისტრას რაიონში დაფიქსირდა. გარდა ამისა, დრონებით თავდასხმის გამო, დროებით შეჩერდა დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა. თუმცა, მოგვიანებით, შეზღუდვები მოიხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება