პროევროპული აქციის მონაწილეები შეუერთდნენ გლობალურ აქციას STOP HUMAN SAFARI/SAVE KHERSON

პროევროპული აქციის მონაწილეები, რომლებიც წელიწადზე მეტია რუსთაველის გამზირზე, ყოველ დღე მართავენ საპროტესტო აქციებს, 14 დეკემბერს შეუერთდნენ გლობალურ აქციას STOP HUMAN SAFARI / SAVE KHERSON.
კოორდინირებული აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ომის ახალ დანაშაულებს – რუსეთის მიერ მცირე კომერციული დრონების გამოყენებას უკრაინაში „მშვიდობიან მოსახლეობაზე სანადიროდ“.
გლობალური აქციის პორტალის თანახმად, ეს ტაქტიკა, რომელიც დოკუმენტირებულია გაეროს და Human Rights Watch-ის მიერ, წარმოადგენს „სამოქალაქო ტიპის დრონების პირველ დადასტურებულ გამოყენებას ახლო მანძილიდან თვალთვალისთვის და ადამიანთა მოსაკლავად“:
„გაერომ დაადასტურა, რომ რუსეთის დრონების კამპანია წარმოადგენს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ეს თავდასხმები ხელყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გლობალურ ნორმებს.
რუსული და არაიდედნტიიცირებული დრონების მიერ გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები ხაზს უსვამს გლობალური ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
გლობალური აქციის მონაწილეები მოითხოვენ:
· დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთმა მშვიდობიან მოსახლეობაზე დრონებით თავდასხმა;
· პასუხისმგებელი პირები წარსდგნენ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე;
· გაერომ და საერთაშორისო საზოგადოებამ გააძლიეროს სამართლებრივი ჩარჩოები მშვიდობიან მოსახლეობაზე დრონებით თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.

გლობალურ აქციას 13-14 დეკემბერს, 20 ქვეყნის 40-ზე მეტ ქალაქში მცხოვრები ადამიანები შეუერთდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა