საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. კენჭისყრის შედეგად ახალი თავმჯდომარე დღეს ვერ აირჩიეს.
კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა – 1109 ხმა.
კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტური არაუგვიანეს 14 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.
დღეს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ ახალი თავმჯდომარე და მმართველი ორგანოების წევრები აირჩიეს.
ასოციაციაში ხმის მიცემის პროცესი 14 დეკემბერს დილის 10 საათზე დაიწყო.
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ექვსი კანდიდატი იბრძოდა.
ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა, რომელიც ამასთანავე, პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ადვოკატია, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოციალურ ქსელში დაწერა:
საარჩევნო კომისიის 15 წევრი ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა 13 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე აირჩიეს.
საარჩევნო პროცესს, რომელიც “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში გაიმართა, თავმჯდომარეობის კანდიდატების 24 და 11 არასამთავრობო ორგანიზაციის 22 დამკვირვებელი აკვირდებოდა.
ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, არჩევნები ელექტრონულად, ოპტიკური სკანერების გამოყენებით ჩატარდა. თავმჯდომარის არჩევნების შედეგები დამატებით ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე საჯაროდ, ხელით გადაითვალა.
ხმის მიცემის პროცესი 19 საათზე დამსრულდა. არჩევნების შედეგები კი 21 საათზე გამოცხადდა




