ბერლინში ვოლოდიმირ ზელენსკის, ფრიდრიხ მერცისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შეხვედრა მიმდინარეობს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში დღეს ჩავიდა.
გუშინ საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბერლინში ვიზიტის დროს გაიმართებოდა შეხვედრები ამერიკულ მხარესთან, კერძოდ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან – სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან – და ასევე ევროპელ მეგობრებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია