ჩვენ უნდა გავწმინდოთ ბრიტანეთის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ხელში აქვს ჩაგდებული “ვოუქ“ იდეოლოგიას, რომელსაც ბრიტანული საზოგადოების დიდი უმრავლესობა უბრალოდ არ ეთანხმება
მოულოდნელად გაჩნდა პოლიცია, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც მზად იყვნენ, უძველესი ბრიტანული თავისუფლებების ჩახშობის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის. პოლიცია და სასამართლო, ოდესღაც ტრადიციონალისტური მმართველი კლასის ბასტიონები, “ვოუქ” იდეოლოგიის მემარცხენეებმა დაიპყრეს. ტრანსგენდერი იდეოლოგები, ისლამისტები და ნეომარქსისტები ახლა მაღალი რგოლის დონეზე დომინირებენ. ახლა პოლიციელად, მოსამართლედ ან პროკურორად მხოლოდ მაშინ დაგაწინაურებენ, თუ DEI-ს, როგორც ბანალური ჭეშმარიტების შესახებ. მაშინ, როდესაც პოლიციის უფროსებს შინაგან საქმეთა მინისტრი ნიშნავდა და ათავისუფლებდა, ახლა ისინი თავად არიან კანონი, – ამის შესახებ ბირტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს მეორე ეპიზოდში განაცხადა.
ლიზ ტრასმა ისაუბრა ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ კრიზისზე და აღნიშნა, რომ მიღებულია კანონები, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ, ხოლო, ის ინსტიტუციები, რომლებსაც ერთ დროს ადამიანები ენდობოდნენ, რადიკალიზებული და “ვოუქ” იდეოლოგიის მქონე გახდა.
“ცხადია, რომ ბრიტანეთი სიტყვის თავისუფლების ამ კრიზისში ჩაძირულია. მიღებულია კანონები, რომლებიც ახლა გამოიყენება ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ონლაინ რეჟიმში სრულიად ნორმალურ შეხედულებებს გამოთქვამენ. იქნება ეს საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ კანონი, იქნება ეს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი, კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას. ისიც ვნახეთ, რომ ხელისუფლება, რომელსაც ადამიანები ერთ დროს ენდობოდნენ, მაგალითად, პოლიცია, სასამართლო, რადიკალიზებული გახდა. მათ მიიღეს „ვოუქ“ იდეოლოგია – იქნება ეს ტრანსგენდერული იდეოლოგია, იდეა, რომ ქალი შეიძლება გახდეს კაცი და პირიქით, თუ ანტირასისტული იდეოლოგია, რომელიც უარყოფს ნებისმიერ კომენტარს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ისლამი.” – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, სიტყვის თავისუფლების დაბრუნების გარდა, საჭიროა, ბრიტანეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გაწმენდა, რომელიც ხელში აქვს ჩაგდებული “ვოუქ” იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ კლასს.
“მე მჯერა, რომ ბრიტანეთში გვჭირდება [აშშ-ის კონსტიტუციის] პირველი შესწორების სტილის კანონმდებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, ის უნდა იყოს სიმბოლო, პოლიტიკურმა პარტიებმა კი არჩევნებზე ვალდებულება უნდა აიღონ, რათა უზრუნველყონ ჩვენი სიტყვის თავისუფლების დაცვა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეურაცხმყოფელია ის. მაგრამ უფრო მეტიც, ჩვენ უნდა გავწმინდოთ ბრიტანეთის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დატყვევებულია. ისინი ხელში აქვს ჩაგდებული “ვოუქ“ იდეოლოგიას, რომელსაც ბრიტანული საზოგადოების დიდი უმრავლესობა უბრალოდ არ ეთანხმება.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.



