ავღანეთში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა | არსებული ინფორმაციით, ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

ავღანეთში, ბადახშანის მთებში, კერძო რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა – 2 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. როგორია მათი მდგომარეობა, უცნობია.
ს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული Falcon 10 თვითმფრინავი რადარებდან 20 იანვრის ღამეს გაქრა. მათი თქმით, მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები.
“თვითმფრინავი ეკუთვნის შპს “ატლეტიკ ჯგუფს” და კერძო პირს. ხომალდი ასრულებდა ჩარტერულ რეისს გაია (ინდოეთი) – ტაშკენტი (უზბეკეთი) – ჟუკოვსკი (რუსეთი) მარშრუტზე,” – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც რუსული სააგენტო TASS წერს, წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.