რომის პაპმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ვიზიტისთვის მზადაა

რომის პაპმა ლევ XIV-მ დაადასტურა, რომ უკრაინაში ვიზიტისთვის მზადაა, თუმცა აღნიშნა, რომ მთავარი დაბრკოლება უსაფრთხოების საკითხებია. ეს განცხადება მან გააკეთა კასტელ-განდოლფოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ.
იტალიური სააგენტო ANSA წერს, რომ ვატიკანში უკვე მომზადებულია ორგანიზაციული გეგმა, რომელიც პაპს ომით დაზარალებულ ქვეყანაში ჩასვლის საშუალებას მისცემს.
„ვიმედოვნებ, რომ ვიზიტი შედგება, მაგრამ არ ვიცი როდის – ასეთ საკითხებში რეალისტები უნდა ვიყოთ“, – თქვა პაპმა ჟურნალისტებთან და კვლავ ხაზი გაუსვა, რომ მზად არის მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს „სამართლიანი და მყარი მშვიდობის“ მისაღწევად. მან იტალიელ დიპლომატებსაც მოუწოდა, იყვნენ დიალოგზე ორიენტირებულები და მშვიდობის ხელშეწყობას ემსახურონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია