კირ სტარმერმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა -ის სამშვიდობო გეგმაზე მიმდინარე მოლაპარაკებები და ს გაყინული აქტივების მობილიზების საკითხი განიხილეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრის დროს -ის ხელმძღვანელობით შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მიმდინარე მუშაობის საკითხი განიხილეს, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს უკრაინის მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია და ევროპა მათ გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენი ხანიც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას დასჭირდება.
„მათ ასევე განიხილეს ბოლოდროინდელი პროგრესი ს გაყინული სუვერენული აქტივების მობილიზების კუთხით“, – აღნიშნულია პრესრელიზში.