აღმაშენებელზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის შესასვლელიც რუსებმა ჩააბეტონეს, პირვანდელი სახე დაუბრუნდა

თბილისში, აღმაშენებლის 36-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის ჩასასვლელიც რუსებმა ჩააბეტონეს, პირვანდელი სახე დაუბრუნდა. ადგილზე მერიის სამსახური იმყოფებოდა. თუმცა, დაეკისრათ თუ არა ს მოქალაქეებს ჯარიმა, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის შეცვლის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საუბარია შენობაზე, რომელიც 1903 წელს აშენდა და იქ გიორგი პლეხანოვი ცხოვრობდა.
როგორც აღმოჩნდა, რუსებს ისტორიული შენობის ქვევით მდებარე ოფისი აქვთ ნაქირავები და იქ კაფეს გახსნას აპირებენ. ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ფართი დაკეტილია. ჩვენ დამქირავებლებთან გასაუბრების საშუალება არ მოგვეცა, რათა გაგვეგო ჰქონდათ თუ არა მათ თბილისის მერიისგან ნებართვა.