ვრცელი სტატია თუ მოკლე პოსტი? – როგორ უყურებს თქვენ მიერ შექმნილ კონტენტს

ინტერნეტში ხშირად ვხვდებით რჩევებს: თუ გინდა, რომ შენი ტექსტი გამოჩნდეს ანგარიშში, უნდა დაწერო გრძელი, 10 000+ სიტყვიანი გზამკვლევი. მეორე მხარეს სხვა აზრია: პირიქით, უფრო სასარგებლოა, თუ მოკლე, 200-250-სიტყვიან ტექსტს დაწერთ, რათა AI-მ სწრაფად წაიკითხოს და გამოიყენოს.
რეალობის გასარკვევად კვლევა ჩატარდა, რომელშიც 174 000 ვებგვერდი მონაწილეობდა. შედეგები აშკარად ცვლის წინასწარ შექმნილ მოლოდინს. სპოილერი: არცერთი ნახსენები მოცულობა არ არის სტაბილური საბოლოო წარმატებისთვის.
თითოეული უნიკალურ მიზნებსა და აუდიტორას ემსახურება. მათ შორის მთავარი განსხვავება არა მხოლოდ იმაშია, რამსიგრძეა ტექსტი, არამედ შინაარსშიც.
ვრცელი ფორმის კონტენტი, როგორც წესი, დეტალურ ინფორმაციას მოიცავს და მისი მიზანი ხშირადაა განათლება, ავტორიტეტის გაზრდა და ღირებულების შექმნა. ამ ფორმას ვხვდებით სტატიებში, ინდუსტრიის ტენდენციების ანალიზში, ინსტრუქციებსა და გზამკვლევებში.
მოკლე კონტენტი 1000 სიტყვაზე ნაკლებს მოიცავს და სწრაფი მოხმარებისთვისაა შექმნილი, განსაკუთრებით ეფექტურია მობილურ მოწყობილობებსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე, სადაც ყურადღების კონცენტრაცია უფრო მოკლეა. მისი ნიმუშებია სოციალური მედიის პოსტები ან კარუსელები, მოკლე ბლოგი ან სწრაფი რჩევები.
ამ დროს ყურადღება გამახვილებულია სიცხადესა და გავლენაზე – ღირებულების სწრაფად მიწოდებაზე, ჩართულობაზე. ის იდეალურია ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად, ხილვადობის გასაზრდელად და ყურადღების ცენტრში ყოფნისთვის.
როდესაც საქმე SEO-ს ეხება, ყველა კონტენტი ერთნაირი არ არის. საძიებო სისტემები უპირატესობას ანიჭებს რელევანტურ და მიმზიდველ კონტენტს, ხოლო მომხმარებლები ეძებენ ინფორმაციას, რომელიც ადვილად აღსაქმელი და ღირებულია. ძლიერი SEO სტრატეგია ხშირად აერთიანებს გრძელ და მოკლე კონტენტსაც, როგორიცაა ბლოგპოსტები და უბრალოდ, სოციალური მედიის პოსტები.
AI Overviews-ში მოხვედრილი ტექსტების საშუალო სიგრძე არის ~1 282 სიტყვა. ეს ცოტა მეტია, ვიდრე Google-ის პოპულარულ ორგანულ შედეგებში (~1 188 სიტყვა).
როგორც Rank.ai განმარტავს, გრძელი სტატიები (ჩვეულებრივ 1,200+ სიტყვით) უკეთესად ფარავს თემას, საშუალებას იძლევა, მრავალი საკვანძო სიტყვა იპოვოს, რაც ზრდის შანსს, რომ კონტენტი გამოჩნდეს მრავალ ორგანულ მოთხოვნაში.
ასეთი სტატიები საშუალებას აძლევს ავტორს, ანალიტიკა, ბმულები, არგუმენტები და მაგალითები გამოიყენონ, რომლებიც შემდეგ სოციალურ გაზიარებებს იწვევს.
თუ კონტენტი არასწორი სტრუქტურისაა და ბევრ ზედმეტ ინფორმაციას შეიცავს, მისი ეფექტურობა ეცემა. ამ დროს SEO-თვის სიტყვების სია არ არის საკმარისი, საჭიროა ხარისხი და რელევანტობა.
ზოგჯერ, თუ კითხვა/თემა არის მარტივი და კონკრეტული, მოკლე ან საშუალო ზომის კონტენტიც საკმარისია, რადგან სწრაფი პასუხი ან კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება უფრო სასარგებლო შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის.
საერთო ჯამში, არცერთი კვლევა დაზუსტებით არ გვეუბნება, რომ გრძელი ან მოკლე კონტენტი უფრო სასარგებლოა ბიზნესისთვის. უფრო მეტი აქცენტი მიზნებზე უნდა გაკეთდეს – თუ მიზანი არის მომხმარებლის ვებსაიტზე გადაყვანა, SEO-სთვის პოზიციონირება, გრძელი, კარგად სტრუქტურირებული კონტენტი იქნება საუკეთესო.
მთავარია არა მოცულობა, არამედ სწორად გაწერილი საკვანძო სიტყვები და ფრაზები, ის ღირებულებები, რასაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებენ.