ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა გამოაცხადა ბელარუსის კალიუმისთვის სანქციების მოხსნაზე

ამერიკის შეერთებული შტატები აუქმებს ბელარუსის კალიუმისთვის დაწესებულ სანქციებს – აცხადებს -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი, ჯონ კოული, ბელარუსის ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მინსკში შეხვედრის შემდეგ.
“პრეზიდენტ ტრამპის მითითებების შესაბამისად, კალიუმს სანქციებს უხსნის. ვფიქრობ, ეს აშშ-სგან ძალიან კარგი ნაბიჯია ბელარუსისთვის. ჩვენ მათ ახლავე ვაუქმებთ. ორ ქვეყანას შორის კავშირების ნორმალიზაციის გათვალისწინებით მოხსნილი იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია” – კოულის ამ სიტყვებს ავრცელებს ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ბელტა”.
ჯონ კოული ორი დღის განმავლობაში მართავდა მოლაპარაკებებს ლუკაშენკასთან მინსკში. მან მოლაპარაკებას უწოდა “ძალიან პროდუქტიული”.
კომპანია “ბელარუსკალიისთვის” სანქციების მოხსნის პასუხად ლუკაშენკამ გაათავისუფლა ასზე მეტი პოლიტპატიმარი.
აშშ-მა “ბელარუსკალიი” სანქციების ნუსხაში 2021 წლის აგვისტოში შეიყვანა. ეს კომპანია არის კალიუმის სასუქის უმსხვილესი მაწარმოებელი ევროპაში. სანქციები დაწესდა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავზე – ეს კენჭისყრა დასავლეთის სახელმწიფოებმა არ სცნეს, გაყალბების შესახებ ცნობების გამო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!