საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია: ერთობა გვაძლევს რწმენას, რომ ხვალ თითოეული ჩვენგანი საკუთარ არჩევანს პასუხისმგებლობით მიუდგება

ჩვენ, ადვოკატებს გვაერთიანებს პროფესიული ღირსება და საქმის სიყვარული. სწორედ ეს ერთობა გვაძლევს რწმენას, რომ ხვალ თითოეული ჩვენგანი საკუთარ არჩევანს პასუხისმგებლობით მიუდგება.
ჩვენ, ადვოკატებმა შევძელით მთავარი – არჩევნებამდე მოვედით პლურალური გარემოთი – განსხვავებული გუნდებით და ღირსეული კანდიდატებით. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ იდეათა მრავალფეროვნებას, კოალიციურ მმართველობას და გავხდეთ მაგალითი მთელი ქვეყნისთვის!
ხვალ, 14 დეკემბერს, მხოლოდ ნახევარი საათია საჭირო იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც მომდევნო 4 წელი ჩვენი პროფესიისა და ქვეყნის ბედს უკეთესობისკენ შეცვლის და ჩვენი პროფესიით სიამაყის საფუძველი გახდება.
მოდით ერთად შევძლოთ პასუხისმგებლობის აღება არამხოლოდ იმაზე, რაც უკვე გავაკეთეთ, არამედ იმაზეც, რასაც გავაკეთებთ დღეს არსებული გამოწვევების ფონზე.
📍 სად: „ექსპო ჯორჯია“, მე-4 და მე-5 პავილიონები.
🕙 დრო: 10:00 – 19:00.