ნანული, შენი მთავარი პრობლემა, უკიდეგანო ქაჯობასთან ერთად, ისაა რომ ბოროტი არსება ხარ! გაიხსენე ნაწამები სვანი ბიჭები! უსპენსკაიას სიყვარული იმიტომ შეგახსენეს, რომ რუსოფობს თამაშობ უნიჭოდ

ნანული, შენი მთავარი პრობლემა, უკიდეგანო ქაჯობასთან ერთად, ისაა რომ ბოროტი არსება ხარ! გაიხსენე ნაწამები სვანი ბიჭები! უსპენსკაიას სიყვარული იმიტომ შეგახსენეს, რომ რუსოფობს თამაშობ უნიჭოდ
Postv-ის გენერალური პროდიუსერი შალვა რამიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს ფეისბუქ პოსტზე პასუხობს. ჟორჟოლიანი თავის პოსტში წერს, რომ „რუსული სიმღერის მოწონება გოიმობის ამბავია და პრემიერად წოდებული კაცი რომ პუტინს ხვდება, ღალატია“.
რამიშვილი ჟორჟოლიანის პოსტზე ამბობს, რომ ეს „დამნაშავის ცნობილი ფანდია, რომ მის მიერ ჩადენილი ბოროტება მიჩქმალოს“ ის ჟორჟოლიანს ნაწამებ სვან ბიჭებს ახსენებს და მიმართავს, რომ „ბოროტი არსებაა“. „ეს დამნაშავის ცნობილი ფანდია. მცირე გადაცდომაში დაიდანაშაულოს თავი, რომ მის მიერ ჩადენილი დიდი ბოროტება მიჩქმალოს. არა ნანული, გოიმობა არაა შენი ნაკლი, მეტსაც გეტყვი: რუსული პოპის სიყვარული სულაც არაა გოიმობა. შენი მთავარი პრობლემა უკიდეგანო ქაჯობასთან ერთად (უსპენსკაიას სიყვარული არაა ქაჯობა) ისაა რომ ბოროტი არსება ხარ! გაიხსენე ნაწამები სვანი ბიჭები! უსპენსკაიას სიყვარული კი იმიტომ შეგახსენეს, რომ რუსოფობს თამაშობ უნიჭოდ“-წერს რამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები