“სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით” – დავით ბერძენიშვილი

მარტო მატრონას ხატს და რუსულ პოსტსაბჭოთა ნარატივს კი არ იცავენ, ისინი სტალინს იცავენ და სტალინისტები არიან. სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ეს სიახლე ხომ არ არის? ივანიშვილი, რომელიც არ იყო მაინც და მაინც სტალინისტობაზე შემჩნეული, დასჭირდა, გაუჭირდა და ამიტომ ლაპარაკობენ აი ჩვენ ქართველობას ვიცავთო. ქართველობას იცავენ უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთთან ერთად არიან ეკლესიურადაც“,- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი