აქტივისტები – ნოდარ ჩაჩანიძე, აჩი გოჩიტაშვილი და ნენე გაბლაია გაათავისუფლეს

მათი ინფორმაციით, პოლიციას დაკავების მიზეზები არ განუმარტავს.
როგორც ნოდარ ჩაჩანიძემ განაცხადა, “დროას” ოფისში შეხვედრიდან გამოსული ადამიანების ნაწილი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს, მათგან ორი კი განყოფილებაში გადაიყვანეს.
“არაფერი განმარტება არ გაუკეთებიათ. უბრალოდ ჩამსვეს მანქანაში, მითხრეს, იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთო. გადამიყვანეს თაბუკაშვილზე, პოლიციის განყოფილებაში. დიდხანს გაგვაჩერეს უბრალოდ განყოფილებაში.
ყველაზე სასაცილო რაც იყო, ჩანთაში ეძებეს ბევრი და ბოლოს დალუქეს ოთხი მაისური, რომელსაც ეწერა რომ “რეჟიმი გვწამლავს” და 2 პულვილიზატორი დალუქეს, ალბათ ჩათვალეს,რომ ესეც შეუქმნიდა საფრთხეს ნაძვის ხის ანთებას”,- განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს