რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ, რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა – საქართველო აპირებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას და არა პრორუსულ კურსს

რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ, რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა – საქართველო აპირებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას და არა პრორუსულ კურსს
ადრე თქვეს მეუფე შიოზე, რატომ მიიღო რუსეთში განათლებაო, იმიტომ, რომ მართლმადიდებლობას ბრიუსელში არ ასწავლიან. ასეა აქაც, რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა, – წერს ფილოსოფოსი, გური სულთანიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ არარუსულ ენაზე საუბარი და იმის დაფიქსირება, რომ ქვეყანა ოკუპირებულია, ბევრ რამეზე მიუთითებს.
სულთანიშვილის თქმით, საქართველო აპირებს პრაგმატული ეროვნული პოლიტიკის გატარებას და საკუთარი ინტერესების დაცვას. “ადრე თქვეს მეუფე შიოზე, რატომ მიიღო რუსეთში განათლებაო, იმიტომ რომ მართლმადიდებლობას ბრიუსელში არ ასწავლიან. ასეა აქაც, რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა. თან ამერიკამ უსაფრთხოების გეგმაში თქვა, მკიდიხართ მაქეთო..
მოკლედ, ვინც მართლა აღშფოთდით, ოღონდ აი ნერვულ დონეზე ვინც განიცადეთ, დაოკდით, უფრო და უფრო მეტი მოგვიწევს, გაუფრთხილდით ნერვებს. არარუსულ ენაზე საუბარი და იმის დაფიქსირება, რომ ოკუპირებულია საქართველო, ძალიან ბევრ რამეს მიუთითებს. საქართველო აპირებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას და არა პრორუსულ კურსს. აპირებს საუბარს და პოლიტიკურ ჭიდილს ყველასთან რათა თავისი საუკეთესო ინტერესები გამოიყვანოს.. მაგრამ ვისაც დოსტოევსკის კითხვა უკვე პრორუსობა გონია, მათ მოწამლულ თავში რა შევა.” – წერს გური სულთანიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს