რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქტივისტი ნენე გაბლაია დააკავეს

თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქტივისტი ნენე გაბლაია დააკავეს.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული.
აღნიშნული მუხლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარებას გულისხმობს და 500 ლარის ჯარიმას და ცივი იარაღის კონფისკაციას ითვალისწინებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი აქტივისტის, არჩილ გოჩიტაშვილის და ნოდარ ჩაჩანიძის დაკავებაზე. თუმცა მათთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა