-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნეს, მათ შორის არის დონალდ ტრამპის ფოტოებიც

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნეს, მათ შორის არის დონალდ ტრამპის ფოტოებიც, – ინფორმაციას გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.
გამოქვეყნებული მასალა ფოტოებს შეიცავს, რომელზეც -ის პრეზიდენტი , ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, ბილ გეითსი და სხვა ცნობილი პირებია გამოსახული.
ერთ-ერთ ფოტოზე ექვს ქალთან ერთადაა გამოსახული, რომელთა სახეები მასალების გამოქვეყნებამდე კომიტეტმა რედაქტირების შედეგად დაფარა.
კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრმა, რობერტ გარსიამ განაცხადა, რომ „95 000-ზე მეტი ფოტო მიიღეს, მათ შორის მდიდარი და გავლენიანი მამაკაცების ფოტოები, რომლებიც დროს ჯეფრი ეპშტეინთან ერთად ატარებდნენ“.
ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვნის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.