“ერთ საიდუმლოსაც გაგანდობთ – ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ არც კი გვიკამათია“ – ცისანა სეფიაშვილი ოჯახზე, სიყვარულსა და მეუღლეზე – Marao

“ერთ საიდუმლოსაც გაგანდობთ – ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ არც კი გვიკამათია“ – ცისანა სეფიაშვილი ოჯახზე, სიყვარულსა და მეუღლეზე – Marao
რადიო „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკის, „ფორტუნასთორის“ გასული ეპიზოდის სტუმარი მომღერალი და ტელეწამყვანი ცისანა სეფიაშვილი იყო.
„რომ არა ოთო, საერთოდ არ ვიფიქრებდი არანაირ პირად ურთიერთობებზე. ეს არის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყველაზე დიდი მესაიდუმლე, ყველაფერზე შემიძლია მასთან საუბარი, ისევე როგორც მას – ჩემთან.
ამ წლების განმავლობაში, ყოველთვის მგონია, რომ 2 ან 3 თვის დაწყებული ურთიერთობაა. ერთ საიდუმლოსაც გაგანდობთ – ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ არც კი გვიკამათია“, – აღნიშნავს ცისანა სეფიაშვილი.
ცისანა სეფიაშვილი დაიბადა 1973 წლის 9 ნოემბერს. პროფესიით თეატრმცოდნე და პიარ-სპეციალისტია. მისი მუსიკისადმი სიყვარული არავის გაჰკვირვებია, რადგან ის ცნობილი კომპოზიტორის ს ქალიშვილია.თუმცა, თავდაპირველად მომღერლობაზე არასოდეს უფიქრია.
“ბრჭყვი­ა­ლა ბავ­შვო­ბა მქონ­და, გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ისე, რომ ზღვარს არ გა­დავ­დი­ო­დი და დღე­საც ასე­თი გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვარ. ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მის­თვის, ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის­თვის, დღე­საც პრინ­ცე­სა ვარ, რო­მელ­საც ბრჭყვი­ა­ლა, ზღაპ­რულ ფე­რებ­ში აცხოვ­რებს. ჯე­მა­ლი ზედ­მე­ტად გიჟი მა­მაა და სულ ცდი­ლობს, რა­ღა­ცე­ბი ამა­რი­დოს, “შემ­ფუ­თოს”, და­მიც­ვას, გა­მი­ლა­მა­ზოს ყოფა. მამა ის ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცია, ვი­სიც მჯე­რა, ვენ­დო­ბი და ვეყ­რდნო­ბი.” – იხსენებდა ცისანა.
მისი სამუსიკო კარიერა 1997 წელს დაიწყო, როდესაც მამას საიუბილეო საღამოზე, “ბრავო მაესტროზე” მამისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა. დუეტი ჩაწერა მერაბ სეფაშვილთან ერთად – “ღრუბელს რაღა უნდოდა”. თავდაპირველად ეს იდეა ერთჯერადი უნდა ყოფილიყო, თუმცა მსმენელმა ისე მოიწონა ცისანას შესრულება, რომ ეს სიმღერა მის სავიზიტო ბარათად იქცა.
მალე მუსიკალური კარიერაც დაიწყო, რასაც შემდეგი სიმღერები მოჰყვა – “სტუმრად მეწვიე”. ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად მის დუეტს ჯგუფ “ქუჩის ბიჭებთან” ერთად – “ლამაზი დღე”.
ცოტა ხნის წინ, ორი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და. ცისანას პირველი ქმარი კოკა წერეთელი იყო, რომელთანაც ერთი საერთო შვილი ჰყავს. მომღერალმა მეორედ სოსო ზა­ქა­რე­იშ­ვილ­ზე იქორწინა – წყვილს სამი შვილი ჰყავს.
“ჩემი და სო­სოს ქორ­წი­ნე­ბა ისე სწრა­ფად მოხ­და, ჭო­რე­ბიც კი და­დი­ო­და, რომ პირ­ველ ქმარ­თან ცხოვ­რე­ბის დროს მე უკვე მას­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ტყუ­ი­ლია. კოკა წე­რე­თელს რომ გავ­შორ­დი, მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. მამა იმ პე­რი­ოდ­ში მოს­კოვ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და, კულ­ტუ­რის სა­კი­თხე­ბი უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი იყო, მაგ­რამ “უზ­ნეო” შვილს ერთ თვე­ში ისიც ჩა­მომ­ყვა. სახ­ლში რე­მონ­ტის კე­თე­ბა და­ი­წყეს და მა­მამ ლი­კან­ში გა­მამ­წე­სა. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი სოსო, მისი მამა, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი და მათი მე­გობ­რე­ბი. სო­სომ თა­ვის თავ­ზე აიღო ჩემი გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა. ცუ­დად ვი­ყა­ვი, ოჯა­ხის დან­გრე­ვას, მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბას გან­ვიც­დი­დი, ამი­ტომ ღა­მით და­ძი­ნე­ბა მი­ჭირ­და. ჩემი და სო­სოს ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. როცა ყვე­ლას ეძი­ნა, ჩვენ ვე­რან­და­ზე ვის­ხე­დით და რა­ღაც­ნა­ი­რად ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მეხ­მა­რე­ბო­და.”