სკოლაში, მოსწავლემ მოსწავლე დანით დაჭრა – მედია

მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე დანით თავსა და კისრის არეში დაჭრა. ინფორმაციას aktual.ge ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, დაჭრას წინ მოსწავლეებს შორის ჩხუბი უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, მოსწავლე, რომელსაც თავსა და კისრის არეში დაზიანება აღენიშნებოდა, კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გამოცემას უთხრეს, მოსწავლეს მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე