2023 წლის ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშების რეიტინგი

2023 წელი ვიდეო თამაშების ინდუსტრიისათვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა და საკმაოდ გახმაურებული პროდუქტებიც მოიტანა, როგორებიცაა: Starfield, The Legend of Zelda: Tears of the Kingdom, Spider-Man 2, Diablo IV, Super Mario Bros. Wonder, Call of Duty: Modern Warfare III და სხვა.
მაგრამ თუ დიდი სტუდიებისათვის 2023 შესანიშნავად დასრულდა, მცირე და საშუალო დეველოპერებისთვის გასული წელი, ისევე როგორც სხვა მრავალ ინდუსტრიაში, სამუშაო ძალის შემცირებებით დასრულდა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მხოლოდ -ში ამ სფეროში მომუშავე 6 000 ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან.
კვლევითმა ცენტრმა Circana 2023 წლის ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა კომპანიის ციფრული გაყიდვების რაოდენობის მიხედვითაა შედგენილი, თუმცა საგულისხმოა, რომ ზოგიერთი კომპანია საკუთარ მონაცემებს საჯაროდ არ აზიარებს, ზოგ შემთხვევაში კი ვიდეო თამაშების გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი ყოველთვიური გამოწერის სერვისებზე მოდის, რის გამოც გაყიდვებში, მაგალითად, Xbox-ისა და GamePass-ის კონტრიბუცია არ შედის.
გასულ წელს ყველაზე მოთხოვნადი თამაშების რეიტინგში პირველი ადგილი Hogwarts Legacy-იმ დაიკავა, რომელმაც Call of Duty-ის ხანგრძლივი, თითქმის 15-წლიანი დომინაცია სრულად დაანგრია. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ Hogwarts Legacy გასული წლის თებერვალში გამოვიდა და პოპულარობის მოსაპოვებლად გაცილებით მეტი დრო ჰქონდა, ვიდრე ნოემბერში გამოშვებულ Modern Warfare III-ს.