რუსეთმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე უარი თქვა – სოხუმს სასწრაფოდ ესაჭიროება 2 მილიონი დოლარი

რუსეთმა სთვის ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე უარი თქვა, – ინფორმაციას JAMnews-ის სოხუმის რედაქცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის თქმით, იმისთვის, რომ სოხუმი ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს, სასწრაფოდ უნდა გამონახოს 2 მილიონ დოლარზე მეტი.
თანხის სწრაფად მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს ვლადიმერ დელბაც.
„ჩვენ ვეძებთ ფულს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე არ დავტოვოთ“, – განაცხადა ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 2-დან 3 მილიარდ მეგავატამდე გაიზარდა.
“აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეული ჯენტლმენური შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთი იღებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი გენერაციის 40%-ს. 2020 წლამდე ეს სავსებით საკმარისი იყო, მაგრამ ბოლო წლებში ელექტროენერგიის არალეგალურმა მოპოვებამ (ე.წ. მაინინგმა) გაზარდა აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 2-დან 3 მილიარდ მეგავატამდე, წარმოქმნილმა დეფიციტმა კი ნაწილობრივ დაფარა ს მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით მიწოდებული ნაკადი. ასე რომ, მოსკოვმა დატოვა ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების პრაქტიკა – ახლა აფხაზეთმა ამაში ფული უნდა გადაიხადოს“, – წერს Jam News-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო, რა დაამშვიდებთ – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!

როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში – ვტოვებ ხელმძღვანელის პოსტს, ასევე გავდივარ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლეს საბჭოს სიიდან